"მტევანზე სერიოზული ჭრილობები, მოწყვეტილი თითები" - პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი იზრდება

28 Dec 2018 08:20

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი. ხშირია შემთხვევები მოზარდებსა და უფროსი ასაკის ადამიანებშიც.


დაშავებულებს ძირთადად დამწვრობა და კიდურების, ასევე თვალის ტრავმული დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა ექიმების თქმით, შარშანდელთან შედარებით, შემთხვევები ნაკლებია.


"ასაკობრივად ვერ გამოვყოფდი ბავშვებს, ბევრი ზრდასრული ადამიანი მინახავს დაზინებული. ძირითადად, ძირითადად არის დამწვრობა, უფრო ხშირ შემთხვევებში გვინახავს მტევანზე სერიოზული ჭრილობები, მოწყვეტილი თითები..." - ამბობს ექიმი დავით ლოლაძე. 


ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. 


კომენტარები:

ფართი შოპი