"მურუსიძის ამბავზე, პასუხი უნდა აგოს პარლამენტის თავმჯდომარემ!"- ანა დოლიძე

28 Dec 2018 08:27

ფაქტია, რომ აქ საქმე გვქონდა ვანო ზარდიაშვილთან და მის ჯგუფთან, მაგრამ არ მგონია ამ გარჩევაში მარტო აქ უნდა გავჩერდეთ,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეაფასა ეკა ბესელიას განცხადება უზენაესი სასამარლოს მოსამართლეთა კანდიდატურების სიის პარლამენტიდან გაწვევის თაობაზე.


ანა დოლიძის თქმით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, თუ ვინ მიიყვანა ვითარება ამ მდგომარეობამდე და ამაზე პასუხი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უნდა აგოს. "მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იმის გარკვევის, თუ რამ მიგვიყვანა იმ სავალალო სიტუაციამდე, რომ დღეს უვადოდ დაინიშნოს ლევან მურუსიძე. ვფიქრობ, რომ ზარდიაშვილების პროცესთან გამკლავება დღეს მხოლოდ იწყება. მთლიანად უნდა გაიხსნას "პანდორას ყუთი" და გაეცეს კითხვას პასუხი - ვინ მიგვიყვანა ჩვენ ამ მდგომარეობამდე. მე ჩემი პოზიცია მაქვს - პირველ რიგში ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერობის გარეშე ვერ დაიწერებოდა ვერც ერთი საკანონმდებლო ცვლილება. ანუ, რომელმაც მიგვიყვანა ამ ერთი დაჯგუფების განუზომელ ძალაუფებამდე. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარჩევის დასაწყისი, თუ ვინ ეცადა შეექმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩაბეტონდებიან სისტემაში ლევან მურუსიძეები. ეს ჩვენი ხალხისთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ საქმე გვქონდა ვანო ზარდიაშვილთან და მის ჯგუფთან, მაგრამ არ მგონია ამ გარჩევაში მარტო აქ უნდა გავჩერდეთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი