ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა, ორი მათგანი სოხუმის ერთი კი აგუძერას ჰოსპიტალშია გადაყვანილი, გავრცელებული ინფორმაციით მათ მგლის ნაკბენი თავის და გულმკერდის არეში აქვთ. დაზარალებულთაგან ერთი ქალია და ორი მამაკაცი. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
წყარო: http://www.newposts.ge/?l=G&id=145300-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%2C+%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98