საქართველოს პრეზიდენტმა წლის საუკეთესო პარასპორტსმენები დააჯილდოვა

28 Dec 2018 08:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პრემიერთან,დედაქალაქის მერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო,რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომგამოავლინა.


პრეზიდენტმა 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - მსოფლიო თასისხუთგზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ეტლითფარიკაობაში ირმა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი -მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული პარაძიუდოშიზვიად გოგოჭური დააჯილდოვა.


სალომე ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მისი დაქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს იმთავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული წარმატებებისათვის, რომლითაცამაყობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.


საქართველოს პრეზიდენტმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში კიდევუფრო მეტი წინსვლა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელსაც, მათიგამარჯვებების აღსანიშნავად, ბევრჯერ აიწევა მაღლა საქართველოს დროშა.


,,ჩვენი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოშიქართული სპორტის სიძლიერით ჩანს ქართული სახელმწიფო და მისისიძლიერე. 

თქვენ, ამ სახელმწიფოს დიდი იმედი  ხართ. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე,მათ შორის, კულტურასა და სპორტზე. ამდენად, თქვენ ძალიან ძვირფასი ხართჩვენი სახელმწიფოსათვის.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალიწელი და ვისურვო, რომ არა მხოლოდ 2019-ში, არამედ, 2020-ში - ოლიმპიურწელსაც საქართველომ მსოფლიო ასპარეზზე უამრავ წარმატებას მიაღწიოს“, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


რუსთაველის თეატრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გახსნა,ესწრებოდნენ: ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციებისხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი დამოქმედი სპორტსმენები,  სპეციალურად მოწვეული სტუმრები. 



კომენტარები:

ფართი შოპი