"ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ყო­ვე­ლი ცუდი წა­ვი­დეს ამ ძველ წელ­თან ერ­თად..."- ილია II

02 Jan 2019 03:47

"ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით, ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ. გი­ლო­ცავთ ახალ წელს. წმინ­და მეფე და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს - "მა­უ­წყე მე, უფა­ლო, გზა". უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე ამ­ბობს - "მე ვარ გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე". ამ გზას უნდა და­ად­გეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან ხში­რად ადა­მი­ა­ნი ეცე­მა, ცოდ­ვას აკე­თებს, მაგ­რამ ცოდ­ვას­თან ერ­თად დგას სი­ნა­ნუ­ლი, აღ­სა­რე­ბა. აღ­სა­რე­ბა სწმენ­დს, კურ­ნავს ადა­მი­ანს. "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა". ყო­ველ­მა ადა­მი­ან­მა დი­დე­ბა შეს­წი­როს უფალს, რომ მშვი­დო­ბა და­იმ­კვიდ­როს. ადა­მი­ა­ნი ეცე­მა, მაგ­რამ ღმერ­თი აძ­ლევს ძა­ლას, მადლს. ისევ დგე­ბა და ისევ აგ­რძე­ლებს თა­ვის ცხოვ­რე­ბის გზას. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ყო­ველ­მა ადა­მი­ან­მა მი­აღ­წი­ოს სა­სუ­ფე­ველს. კი­დევ ერთხელ ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ახალ წელს. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ყო­ვე­ლი ცუდი წა­ვი­დეს ამ ძველ წელ­თან ერ­თად. სი­ახ­ლე, სიმ­შვი­დე, მოთ­მი­ნე­ბა, სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. კურ­თხე­ვა უფ­ლი­სა თქვენ­ზე­და, მი­სი­თა მად­ლი­თა და კაც­თმოყ­ვა­რე­ბი­თა, ყოვ­ლად­ვე აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ".


კომენტარები:

ფართი შოპი