"ვუ­ლო­ცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი შე­რი­გე­ბის წელი ყო­ფი­ლი­ყოს"- სალომე ზურაბიშვილი

02 Jan 2019 04:04

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი წელი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის ეზო­დან მი­უ­ლო­ცა:


"ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო! მი­ხა­რია და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თქვენს წი­ნა­შე ვდგა­ვარ ამ ულა­მა­ზე­სი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის წინ და აქე­დან გი­ლო­ცავთ 2019 წლის შე­მოს­ვლას. 2018 წელი სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წელი იყო ჩემ­თვის. ეს იყო ერ­თდრო­უ­ლად მძი­მე გან­საც­დე­ლი­სა და დიდი სი­ხა­რუ­ლის წელი. ნდო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის თქვე­ნი მად­ლო­ბე­ლი ვარ. ყვე­ლა გა­მოც­დას თან ახ­ლავს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას და­ად­გე­ბა, აღარ შე­ე­ხოს შე­უ­რა­ცხყო­ფა, ცი­ლის­წა­მე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის ენა, უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ და­ვიც­ვათ კა­ნო­ნით ერ­თდრო­უ­ლად სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბაც ისე, რო­გორც ეს ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ასე­ვე უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის­გან, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­იბ­რუ­ნოს სიმ­შვი­დე და საფრ­თხე არ შე­ექ­მნას დე­მოკ­რა­ტი­ას.


გა­სუ­ლი წელი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი და­ე­ღუ­პათ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო. ეს არის ტრა­გე­დია ამ ოჯა­ხე­ბის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­კარ­გი შვი­ლე­ბი არ ჰყავს. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ახალ­გაზ­რდებს მო­ვუ­წო­დოთ სიფრ­თხი­ლი­სა და თავ­დაც­ვის­კენ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ დამ­ღუპ­ვე­ლი შეც­დო­მა. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე უნდა იზ­რდე­ბო­დეს. 2018 წელს ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის არ­ნა­ხუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბის და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ბრწყინ­ვა­ლე გზას გვიჩ­ვე­ნებს. ჩემ­პი­ონ­მა პა­რას­პორ­ტსმე­ნებ­მა დაგ­ვიმ­ტკი­ცეს, რომ ისი­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა მხო­ლოდ სრულ­ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი არი­ან, არა­მედ მისი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლიც.


2018 წელს მსოფ­ლი­ოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში ორი ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნი შე­ი­ტა­ნეს - ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სამი სა­ხე­ო­ბა და ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა. მჯე­რა, რომ 2019 წელს ჩვე­ნი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. 2018 წელს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდის წარ­მა­ტე­ბა ვი­ხი­ლეთ რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ.


მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაც, რო­მე­ლიც, ვი­მე­დოვ­ნებ, "დედა ენა­ზე" გა­იზ­რდე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასა­ხე­ლებს ჩვენს ქვე­ყა­ნას. 2018 წელი ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის, რად­გან მათ­თვის, სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და აღ­დგე­ნა. ეს გა­ა­ად­ვი­ლებს და გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვენს ურ­თი­ერ­თკავ­შირს. დგე­ბა ახა­ლი წელი და ყვე­ლას სუ­ლი­თა და გუ­ლით გი­ლო­ცავთ 2019 წლის შე­მოს­ვლას. ფეხ­ბედ­ნი­ე­რი, ბა­რა­ქი­ა­ნი, ხა­ლი­სი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყოს ეს წელი თქვენ­თვის.


ვუ­ლო­ცავ ახალ წელს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში. ვუ­ლო­ცავ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვუ­ლო­ცავ მოგ­ზა­უ­რებს, ვუ­ლო­ცავ ჯა­რის­კა­ცებს და პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ ღა­მე­საც ჩვენს მშვი­დო­ბა­სა და წეს­რიგს იცა­ვენ. ვუ­ლო­ცავ შო­რე­ულ მა­ლი­სა და ავ­ღა­ნე­თის მძი­მე პი­რო­ბებ­ში გამ­წე­სე­ბულ ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს. მათ ვეწ­ვე­ვი ახლო მო­მა­ვალ­ში. ვუ­ლო­ცავ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, გალ­სა და ახალ­გორ­ში მცხოვ­რებ ჩვენს გმირ ხალ­ხს. ვუ­ლო­ცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი შე­რი­გე­ბის წელი ყო­ფი­ლი­ყოს. ყვე­ლას გი­სურ­ვებთ, ეს წელი ყო­ფი­ლი­ყოს მშვი­დო­ბის, სუ­ლი­ე­რი დამ­შვი­დე­ბის, შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წელი და გამ­თლი­ა­ნე­ბის სა­წინ­და­რი. ვუ­ლო­ცავ ახალ წელს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!".


კომენტარები:

ფართი შოპი