"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ შე­გიქ­მნათ სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა"- პრემიერი ემიგრანტებს მიმართავს

02 Jan 2019 04:11


"ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, მე­გობ­რე­ბო! გი­ლო­ცავთ დამ­დეგ 2019 წელს! ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, წარ­მა­ტე­ბას და ბევრ მი­ზეზს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის.


ახა­ლი წელი ყვე­ლას დღე­სას­წა­უ­ლია და როცა მთე­ლი ქვე­ყა­ნა ზე­ი­მობს, მინ­და, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო იმ ხალ­ხის მი­მართ, ვინც ამ წუ­თებ­შიც ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში დგას. ახალ წელს ვუ­ლო­ცავ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს, ექი­მებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს, ჯა­რის­კა­ცებს, მე­სა­ზღვრე­ებს, მაშ­ვე­ლებს, - თქვენ ჩვე­ნი იმე­დი ხართ, თქვენ­ზე დგას სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­შვი­დე".


ამას­თან, პრე­მი­ე­რი ახალ წელს ულო­ცავს იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით სამ­შობ­ლო­დან შორს, სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ.


"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ შე­გიქ­მნათ სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა - და - რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში. 2019 წლის დად­გო­მას გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, იმ რწმე­ნით, რომ მო­მა­ვა­ლი წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის. ვიცი, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი ოჯა­ხი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს და ბევრ გა­სა­ჭირს უძ­ლებს. გარ­წმუ­ნებთ, მთე­ლი ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა სწო­რედ იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ დავძლი­ოთ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვა - სი­ღა­რი­ბე და მი­ვაღ­წი­ოთ ჩვე­ნი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბას. ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, სა­მარ­თლი­ა­ნი თა­მა­შის წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვამ­კვიდ­რეთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­დეგს მო­ი­ტანს და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს ყვე­ლა ოჯა­ხი იგ­რძნობს. 600 ათას­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ამ ახალ წელს ვა­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ხვდე­ბა. მხარ­და­ჭე­რა და სო­ლი­და­რო­ბა, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს ყვე­ლა­ფერს, ერ­თი­ა­ნო­ბით ჩვენ დავძლევთ ბევრ გა­მოწ­ვე­ვას და სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­ყე­ნებთ ქვე­ყა­ნას ფეხ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით ვუ­ლო­ცავ ახალ წელს უფ­როს თა­ო­ბას, ყვე­ლას, ვინც უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რა ჩვენს ქვე­ყა­ნას", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის მი­ლოც­ვა­ში.



კომენტარები:

ფართი შოპი