პიროტექნიკით დაშავებულ რამოდენიმე ბავშვს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა

03 Jan 2019 04:13

საქართველოს მასშტაბით ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები მოხდა. ბათუმში პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 – ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტი მიმდინარეობდა. დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პიროტექნიკამ, რომელიც ახალი წლის ღამეს გაუშვეს, მიმართულება შეიცვალა და შეკრებილებისკენ გაისროლა. დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ.


ბათუმში დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ დაზიანებები ხელისა და სახის არეში აქვთ.


საახალწლო პიროტექნიკისგან მიყენებული დაზიანებებით 12 მოზარდი მოხვდა იაშვილის კლინიკაში.


ექიმ ბიძინა კანაშვილის თქმით, 10 მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაშავებულთა ასაკი 4-დან 12 წლამდეა. დაშავებულთა ნაწილს კიდურები აქვთ ამპუტირებული.


პიროტექნიკის აფეთქების გამო თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში კიდევ ორი კაცია მოთავსებული. შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავში, სადაც 4 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ასევე საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო ქუთაისში 9 ადამიანია დაშავებული.


იმედინიუსი


კომენტარები:

ფართი შოპი