გიორგი კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:
"გუშინწინ დავკრძალე მამაჩემი. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლამ ჩვენს ქვეყანაში ინსულტის მკურნალობის კუთხით ჯანდაცვის სისტემაში არსებული უსერიოზულესი, დანაშაულთან ახლოს მდგომი პრობლემები დამანახვა.
საავადმყოფოთა დიდი ნაწილის მხრიდან პროგრესისადმი წინააღმდეგობა, რისი მიზეზიც საყოველთაო ჯანდაცვის (ანუ ბიუჯეტის) მაქსიმალურად „მოწველის“ ობსესიამდე დასული სურვილია, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქის უდროო გარდაცვალებისა და/ან ხანგრძლივი ტანჯვის მიზეზი ხდება - ინსულტი ხომ ძალიან გავრცელებული მოვლენაა. ყველაფერ ამის შესახებ ჩემს მიგნებებს ვრცლად დავწერ. ასევე ყველაფერს ვიღონებ ამ პრობლემების პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ყურამდე მისატანად იმისათვის რომ ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვისადმი წინააღმდეგობა გადაილახოს. ეს კი ბევრ ადამიანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს და ბევრ ფულსაც დაზოგავს."- წერს კანდელაკი.