რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილს სააკაშვილი გამოეცალა და ბესელია შერჩა.
“ივანიშვილი და მისი დახავსებული “ქართული ოცნება” იგივე სტადიაშია, როცა შევარდნაძის დროს გაიშიგნა “მოქალაქეთა კავშირი” - ჯერ “ახალი მემარჯვენეები” გამოჩნდნენ, შემდეგ ჟვანიას და სააკაშვილის ჯგუფი და დარჩნენ რეტროგრადი, კორუმპირებული, უცოდინარი, არადასავლური ღირებულებების და ცხოვრების წესის ამარა... იგივე ემართება ივანიშვილის ახლანდელ გუნდს”, - აცხადებს ბერძენიშვილი.