ოთარ აბესაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

06 Jul 2017 00:28

ოთო აბესაძე არის თბილისის მერიის წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში და გახლავთ იმერეთის მხარიდან



მაღიზიანებს - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები;

ვგრძნობ - საკუთარ შესაძლებლობებს;

მეშინია - მიცვალებულის;

ვიცი - მეგობრობა;

არ ვიცი - ღალატი;

შემიძლია - სიყვარული;

არ შემიძლია - სიბოროტე;

ვმეგობრობ - ჩემზე ჭკვიან ადამიანებთან;

ვაპატიებ - უპატიებელი არაფერია. მთავარია შემდეგ როგორ გრელდება ურთიერთობა;

ვტირი - როდესაც თანავუგრძნობ;

ვიცინი - ძალიან ხშირად;

ვეძებ - ყოველ დღე და ყოველ წუთს აბსოლუტურად ყველა დეტალში ახალს;

ღირსი ვარ - იმის რაც მაქვს;

ვჩხუბობ - არ ვჩხუბობ, ვსაუბრობ. ჩხუბი არ არის გამოსავალი;

ვკარგავ - დასაკარგს;

მშურს - იმის, ვინც მანჩესტერ იუნაიტედის თამაშს დასწრებია ოლდ ტრაფორდზე;

ვემალები - ცხოვრებაში დავიმალე ერთხელ. 5-6 წლის ასაკში. დედას ახალნაყიდი სუნამო დავუღვარე :)

ვემტერები - არავის არ ვემტერები;

მაინტერესებს - საქართველოს უახლესი ისტორიის კულუარები;

არ მაინტერესებს - ჭორები;

მახსოვს - აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიერ ჩემთვის გაკეთებული სიკეთე;

მრცხვენია - რომ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი;

უარვყოფ - საფეხბურთო კლუბ ლივერპულს :) მე მანჩესტერელი ვარ  <3

ვავადმყოფობ - როდესაც ვარ ავად;

ვმალავ - კილოგრამებს, (მოვიმატე წონაში)...

ვინახავ - ოჯახურ რელიქვიებს;

მწამს - ღმერთის და საკუთარი შესაძლებლობების;

მიკვირს - ღალატის;

მიხარია - სიცოცხლე;

ვჭორაობ - არ ვჭორაობ;

ვდარდობ - მომავალზე;

ვამაყობ - ოჯახით;

ვაკეთებ - რისი გაკეთებაც შემიძლია;

ვეფერები - ვინც მიყვარს;

მსიამოვნებს - ყელზე რომ მკოცნიან;

მესიზმრება - ბევრი ფერადი სიზმარი;

ვეხმარები - სტუდენტებს საკუთარი თავის პოვნაში;

ვეწევი - სიგარეტს;

მწყინს - დაუნახავობა;

ვხარჯავ - ხელგაშლილად;

ვღალატობ - არ ვღალატობ;

ვკამათობ - არ ვკამათობ, ვსაუბრობ;

ვუხეშობ - არ ვუხეშობ, ვსაუბრობ;  :)

ვუსმენ - ჩემზე ჭკვინ ადამიანებს;

ვყოყმანობ - ადამიანებზე შეფასებებების გაკეთებისას;

ვკითხულობ - თანამედროვე ეკონომიკის პრინციპებს;

ვამზადებ - უგემრიელეს კერძებს;

ვუყურებ - ფილმებს, თეატრს, ფეხბურთს;

ვკლავ - ცუდ მოგონებებს;

ვაფუჭებ - ეხლახანს გავაფუჭე ტელეფონი;

ვცხოვრობ - თბილისში, სოლოლაკში;

ვცემ - ვგმობ ძალადობას;

ვყვირი - არ ვყვრირი, ვსაუბრობ;

ვმღერი - როცა მემღერება;

ვასრულებ - პიანინოზე და გიტარაზე. ზოგადად ბევრ კარგ საქმეს ვასრულებ; :)

დავდივარ - ჩოგბურთის სათამაშოდ;

ვმკურნალობ - ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ;

ვერიდები - გემრიელობებს დიეეტაზე ვარ;

ვთამაშობ - ფლეისთეიშენს;

ვიტყუები - არ ვიტყუები;

ვეთაყვანები - სიყვარულს;

ვგიჟდები – შვილზე;

მიყვარს - შეყვარებული;

ვოცნებობ - მე ხომ სულაც "ქართული ოცნებიდან" ვარ; :)

ვფიქრობ - მომვალზე;

მძულს - ღალატი;

ვნანობ - არაფერს არ ვნანობ. დრო რომ უკან დაბრუნდეს მაინც ისე მოვიქცეოდი;

კმაყოფილი ვარ  - ცხოვრებით. მყავს შვილი, დავრგე ხე და ავაშენე სახლი;

მენატრება - სტუდენტობა;

მსურს - გავხდე პილოტი;

ვაგროვებ - ღვინოს;

ვიხდი - ძალიან ბევრ რამეს ჩემთვის ძალიან ღირებულისთვის;

ვეჭვიანობ - არ ვარ ეჭვიანი;

ვკაიფობ - მიწაზე მუშაობით და მცენარეების მოვლით;

ვიზიდავ - საინტერესო ადამიანებს;

ვალამაზებ - ჩემს ოჯახს;



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


კომენტარები:

ფართი შოპი