“ოცნება” რეალურად დაცლილია სერიოზული პოლიტიკური ფიგურებისგან, უბრალოდ გააგრძელებენ ერთმანეთის დაჭმას"

06 Jan 2019 05:25

“ოცნება” რეალურად დაცლილია სერიოზული პოლიტიკური ფიგურებისგან. ვინ არის შიგნით ისეთი, ვისაც მოსახლეობა ენდობა, აქვს პოლიტიკური წონა? სამწუხაროდ, - არავინ. უბრალოდ გააგრძელებენ ერთმანეთის დაჭმას და მეტი არაფერი იქნება - ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, ვის ვის შეაჭმევინებს"- აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში.


"რაც შეეხება გამოსავალს, თუ რა უნდა ქნას ივანიშვილმა 2020 წელს - მე მგონი, ამაზე ფიქრი ჯერ არ დაუწყია... დაველოდოთ სესიას და თუ დაამტკიცებენ ამ ოდიოზურ ვითომ მოსამართლეებს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი 2020 წელს არანაირი გამოსავალზე არ ფიქრობს და მისი სურვილია ჩვეულებრივად დარჩეს ხელისუფლებაში, ჩვეულებრივი კონტროლით. მეორე ვადაში ყველ ხელისუფლება ცდილობდა ჩაჰფრენოდა სკამს და ყველა ხელისუფლება ქმნიდა პოლიციურ სახელმწიფოს. ამ სიტუაციაში ან “რკინის კაცი” ჰყავდათ ან “ხერხემალი”. აქაც, სამწუხაროდ იგივე ნიშნები ჩანს, რომ შეიქმნას პოლიციური სახელმწიფო - ფაქტია, გახარიაზე დიდი იმედები მყარდება და პარლამენტში მისი გამოსვლაც ამის ნიშანი იყო, რომ მას ამ როლში შესვლა უნდა”- ამბობს შარაშენიძე. 


კომენტარები:

ფართი შოპი