"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არა"- გედევან ფოფხაძე

06 Jan 2019 05:47

"არსებითი საკითხია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად ვის ავირჩევთ. ეს ის ადამიანების იქნებიან, ვინც ღირსეულ მართლმსაჯულებას განახორციელებენ მომავლისთვის, თუ სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები დარჩებიან. ეს არის დავის საგანი და რას გამოიწვევს ეს დავა, არ ვიცი. მე ვიცი, რომ პრინციპული პოზიცია უნდა მქონდეს ბოლომდე, რათა სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო არ დაკომპლექტდეს”, - აცხადებს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში.


“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არა. მართლა ნუ გავაუბრალოებთ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლო ხელისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსამართლეებს უვადოდ ვირჩევთ. ხვალ ჩვენს არ ვიქნებით პარლამენტში და იმ ხალხმა მართლმსაჯულება უნდა აღასრულოს. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს სასამართლო ხელისუფლებაზე. არათუ ჩინჩალაძეს არ უნდა მივცეთ ხმა და უნდა გამოვრიცხოთ ამგვარი რამ, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საეჭვო არ უნდა იყოს. მართლა ისეთი ღირებულებები და წარსული უნდა ჰქონდეს, რომ კითხვის ნიშნები და სადავო არ უნდა დაგვიტოვოს. ჩინჩალაძე საერთოდ რა სალაპარაკო იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ეს ვინმესთვის სადარდებელი არ იყოს - ყველა შემთხვევაში, ვისაც საქართველოს მომავალი ადარდებს, სასამართლოს მდგომარეობა იმას ადარდებს. ვისაც ეს არ ადარდებს და პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილში სურს გაატაროს ეს ყველაფერი და პოლიტიკურ კონიუნქტურას შესწიროს, ის ადამიანები ჩემთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენენ”, - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი