ხონის ცენტრში მდგარი საახალწლო ნაძვის ხე (სირცხვილისგან!) დაიწვა (ვიდეო)

08 Jan 2019 00:51

დაახლოებით ერთი კვირის წინ, იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, (სიამაყით, ), ფოტოალბომი გამოაქყვეყნა, სათაურით - 'საახალწელო იმერეთი".


ქალაქების მიხედვით შეიძლებოდა დაგეხარისხებინა ნაძვის ხეები - მდიდრულებად (მაგ. ქუთაისი) და ღარიბულებად (მაგ. წყალტუბო, საჩხერე...).


ხონში გავიზარდე და ხონის ნაძვის ხე უმალ ამოვიცანი. თან გამიხარდა, რომ ვიღაცამ ხონის წარმოჩენაზე იზრუნა, თან გული დამწყდა, ხონის გამგეობის წინ მდგარი ნაძვის ხე ისევ იმ ზომის, ფორმის და მორთულობის იყო, როგორიც ალბათ 10 წლის წინ, ან უფრო ადრე... ანაც, შესაძლოა უფრო ნაკლების წლის წინ. მოკლედ, ჩემს ისტორიულ მრავალწლიან მეხსიერებას ეს ნაძვის ხე ჰქონდა შემორჩენილი. 


გამოვარჩიე ხონის ნაძვის ხის ფოტო და კომენტარი დავწერე, დაახლოებით ასეთი შინაარსის: "რაც თავი მახსოვს, ხონის ნაძვის ხე ამ ფორმის, ზომის და განლაგებისაა. თუ მთლიანად არ ცვლით, მორთულობა მაინც შეუცვალეთთქო". კიდევ ერთი კომენტარი იყო, ფოტოს დანახვით გამოწვეული აღტაცების. ეს უკანასკნელი დღემდე მანდ დევს, კრიტიკული ეგრევე გააქრეს. როგორც ჩანს, ცუდი დამოკიდბეულება აქვს იმერეთის გუბერნიას კრიტიკაზე, ან ამავე გუბერნიის პიარის ხელმძღვანელობას სწამს, თუ კრიტიკულ კომენტარებს გააქრობს გუბერნატორის "ფეისბუქ-გვერდიდან" ასე იმერეთის ბრწყინვალებას ვერაფერი დაემუქრება. 


ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იწვოდა ხონის გამგეობის წინ მდგარი ნააძვის ხე. ფაქტი, თავისთავად სამწუხაროა... და დასაფიქრებელიც...




სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, წერენ, რომ ნაძვის ხე სირცხვილისგან დაიწვა...


Onise Melkadze ვანელი დაწვავდა :)


ნინო კახაძე იმდენი "ვაქეთ" ვეღარ გაუძლო და სირხვილისგან დაიწვა;


Neymar Shutkiori თითონ ხონია დამწვარი და გაფარჩაკებული ამდენი წელია და ნაძვის ხე თუ დეეწვათ მაგი არაფერი;


Giorgi Khatiashvili დემონტაჟი უფრო ხარჯი იყო ალბათ ვიდრე თვითონ ნაძვის ხე;


Giorgi Cindeliani ჩიჩილაკი ეგონათ?!


Beqa Khuntselia ვინცხას პლანის გაშრობა მოუნდა ალბათ შიგნით და ამ გაშორბაში ნაძვისხეც წეეწვა;


Jishka Rianiიმდენი იძახეს ხონი ბრჭყვიალებს წელსო, პირდაპირი მნიშვნელობით აბრჭყვიალდა;

~

Beqa Tkeshelashvili კაია ახალს იყიდიან;


Guro Phantskhva da sasacilos ras xedavt dzaan mainteresebs erti; 



პ.ს. ბოლო კომენტარის ავტორი მართალია, არ არის ეს ფაქტი სასაცილო - სირცხვილი უფროა! 


არც ბოლოს წინა კომენტარის ავტორი წერს ცუდად - ზოგი ჭირი მარგებელია, იმედია, ახლა მაინც ეღირსება ხონს ახალი და იმ პრემია-დანამატების და (სავარაუდო) კორუფციის შესაფერისი ნაძვის ხე, რაც ხონის სხვადასხვა უწყებებში ტრიალებს და რომელთაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უახლოეს დღეებში მიუბრუნდება.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი