ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა - ადრე და ახლა

06 Jul 2017 01:09

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა უკვე დიდი ხანია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და გემოვნებიანად ჩაცმული პირველი ლედი. მან წარმატებით მოირგო საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორის იმიჯი და არაერთ მნიშვნელოვან გამოფენასაც უმასპინძლა.

პრესაში ხშირად წერენ, რომ მეჰრიბან ალიევა გატაცებულია პლასტიკური ოპერაციებით. გარდა ამისა, ის იმდენად პროვოკაციულად იცვამს, რომ დასავლეთშიც კი გამომწვევად მიიჩნევა. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გავლენიანი პირველი ლედია.

მას კლასიკური სამოსი მოსწონს. მშვიდი ფერები ხიბლავს, ელეგანტური და დახვეწილი სტილი აქვს არჩეული. მას იშვიათად ნახავთ შარვალში, უყვარს კაბები და ლაბადები. აზერბაიჯანის პირველი ლედი მაღალი კლასის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. საზოგადოებაში ორჯერ ერთსა და იმავე სამოსში არასოდეს გამოდის, რასაც ვერ ვიტყვით მის ფავორიტ სერჯიო როსის პრაქტიკულ, კრემისფერ ფეხსაცმელზე, რომელიც თითქმის ყველა კოსტუმს უხდება და ბოლო წლებში ძალიან მოდურად ითვლება. როგორც ბაქოში ამბობენ, ის საშოპინგოდ ხშირად დაფრინავს პარიზში. 


ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი