"გთხოვთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და ცივი გონებით მოვემზადოთ 14 ივლისს გასამართი ქართველთა მარშისთვის!"

06 Jul 2017 01:45

მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებს.


"ძალიან გთხოვთ დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და ცივი გონებით მოვემზადოთ 14 ივლისს გასამართი ქართველთა მარშისთვის. ძალიან კარგია, რომ სააკაშვილის "ნაცები" და სხვა მოღალატეები ჩვენს წინააღმდეგ არიან. იძახონ რამდენიც უნდათ, რომ რუსების დაკვეთაა და ათასი სისულელეები, ჩვენ ხომ ვიცით რომ ქართველთა დაკვეთას ვასრულებთ. 


ეს პანიკა და ისტერიკა კი რაც "ნაცებს" თუ ლიბერასტებს დაემართათ, ნათლად მიუთითებს რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ქვეწარმავალს თავი უნდა გაუჭეჭყო, რათა შხამიანი კბენა ვერ მოახერხოს. უფალი გფარავდეთ ქართველებო!!!"- წერს სანდრო ბრეგაძე. 


კომენტარები:

ფართი შოპი