"ფოტოზე კანაფის პლანტაციას ხედავთ, კახეთში აღმოვაჩინეთ 4 ჰექტარზეა გადაჭიმული"- ზვიად კუპრავა

09 Jan 2019 04:57

ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთში, მან და მისმა მეგობრებმა მარიხუანას პლანტაციები აღმოაჩინეს.


"მეგობრებო, რასაც ფოტოზე ხედავთ არც მეტი არც ნაკლები - კანაფის პლანტაციაა. რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა Misha Basiashvili Jimi Delibashvili Ninia Tsiskarishvili Lasha Cucqiridze აღმოვაჩინეთ ნოემბრის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს, კახეთში. (ვიდეო და ფოტო გადაღებულია დეკემბრის დასაწყისში, დრონით. მანამდე ვერ მოხერხდა) ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარზეა გადაჭიმული, შემოღობილია 2 მეტრიანი თუნუქის ღობით და მავთულხლართით. ეზოს შესასვლელთან დაახლოებით 20 მეტრში, მარჯვნივ დგას 2 სართულის სიმაღლის შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენება საწყობად. ეზოში ასევე იდგა რამოდენიმე ტრაქტორი და მიწის დასამუშავებელი ტექნიკა. 


ეზოში ასევე დარგულია რამოდენიმე პლანად ვენახი, რომელიც ერთი შეხედვით ტოვებს განცდას, რომ თითქოს მთელ ტერიტორიაზე ვენახია გაშენებული, მაგრამ როდესაც სიღრმეში შევედით ჩვენ წავაწყდით კანაფის აბიბინებულ პლანტაციას..


ტერიტორიაზე დაგხვდა რამოდენიმე პირი, რომლებიც ასხავდნენ ბეტონის გზას, კანაფის პლანტაციისკენ მიმავალს. ჩვენი მისვლისთანავე ერთ-ერთმა დაურეკა ვიღაც პირს და შეატყობინა, რომ ტერიტორიაზე დაუპატიჟებელი სტუმრები იყვნენ შემოსულები. მალევე მოვიდა რამოდენიმე პირი, რომლებთანაც ადვილად შევედით კომუნიკაციაში... აშკარად ეტყობოდათ რომ დაბოლილები იყვნენ და არ გამოირჩეოდნენ აგრესიით. მათ არ უარყვიათ, რომ ტერიტორიაზე კანაფის ერთ-ერთი ჯიში ,,ჰიბისკუს კანაბინუსი“ იგივე კენაფი იყო დათესილი, რომელიც მხოლიდ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. ასევე მათ განმარტეს, რომ კანაბინუსი ყველა წესის დაცვით ქონდათ დათესილი და სოფლის მეურნეობის მინისტრთანაც ჰქონდათ შეთანხმებული. 


უტყუარი ინფორმაცია, ვიდეოები და ფოტოები დიდი ძალისხმევით მოვიტანეთ თქვენამდე...


ეხლა კი ჩვენ, ყველამ ერთად.. მიუხედავად ქოცისა თუ ნაცისა, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისა, ექიმისა თუ იურუსტისა... ყველამ ერთად, უნდა გადავწყვიტოთ - გვინდა კანაფის პლანტაციებში ცხოვრება?!


პ.ს. სავარაუდოდ სამშაბათს (დროს და დეტალებს დავაზუსტებთ) გვექნება ლაივი პლანტაციიდან.
ყველას გთხოვთ გააზიაროთ პოსტი!"- წერს კუპრავა.




კომენტარები:

ფართი შოპი