ინჟინერ-გეოლოგი ვაჟა კაკაბაძე წერს, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემდეგი ტექსტით მიმართა:
"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ზედ ყინწვისის მონასტერს ჩინელებმა მაღაზია მიაშენეს. უმორჩილესად გთხოვთ აღკვეთოდ ეს უმსგავსობა. ეკონომიკის მეც. დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე.
წერილი გაეგზავნა: 2017 წ. 4 ივლისი.
როგორც ახლახანს შემატყობინეს, ეს მაღაზია გააუქმეს,” - წერს ვაჟა კაკაბაძე.