გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი „ჯპს“ პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას - 1500 ვაქცინას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის უსასყიდლოდ გამოყოფს.
11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება აფთიაქის ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე: პეკინის #23/25; ვაჟა ფშაველას #71; ჭავჭავაძის #24.
უფასო ვაქცინაცია დღის განმავლობაში 10:00დან - 20:00 საათმდე გაგრძელდება და ნაშთის სრულ ამოწურვამდე იწარმოებს.