საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.
"მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას."- განმარტავენ მთავრობაში.
პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.