"სფერო ჰოლდინგი” 2019 წელს ახალი გეგმებით იწყებს

15 Jan 2019 21:13

დეველოპერული კომპანიის, “სფერო ჰოლდინგის” ხელმძღვანელი – ახალგაზრდა ბისნესმენი, გიგა წულეისკირი, კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, გადაიბაროს სამშენებლო კომპანია “სვეტის” შეჩერებული პროექტები, რომელი პროექტების შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაზარალდა. წულეისკირის კომპანია მზადაა, დაასრულოს დაწყებული მშენებლობები, რითაც მოხდება იმ  მობინადრეების დაკმაყოფილება რომლებმაც “სვეტის” ანგარიშებზე სოლიდური თანხები შეიტანეს და ბინებს დღემდე ელიან.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისიდან, სამშენებლო კომპანია „სვეტის” საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა, გივი ჯიბლაძე და იმავე კომპანიის დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე დააკავებულები არიან. მათ საქმეზე საქმეზე სასამართლო პროცესები  მიმდინარეობს, გამოძიება აღნიშნულ პირებს თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.


უკვე ნახევარ წელზე მეტია, “მოლაპარაკების გასაგრძელებლად და კანონის ფარგლებში თანამშრომლობისთვის ემზადებოდა ახალბედა კომპანია, თუმცა ჯიბლაძის კომპანიას პრობლემები შეექმნა; იქამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 23 მაისს  წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება “სვეტსა” და “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელ გივი წულეისკირს შორის გაფორმდა, რითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორი თვის ვადაში “სფერო ჰოლდინგის” მიერ უნდა მომხდარიყო “სვეტის” ფინანსური და სამართებლივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა კომპანიის მმართველები დააკავეს.

მათი დაკავების შემდეგ კი, ის ადამიანები, ვინც ორი წლის განმავლობაში ელოდნენ კუთვნილი ბინების მიღებას, აქციებს მართავდნენ.
შესაბამისად, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა პრობლემების მოგვარება, და ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ მოკავშირედ, ამ პრობლემის აღმოფხვრის საქმეში, სწორედაც რომ წულეისკირის კომპანია მოიაზრება.


"კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ დედაქალაქის მთავარ უწყებას, მერიას; ჩვენი კომპანია “სფერო” მზად არის გადმოიბაროს შეჩერებული მშენებლობები და პირველ რიგში დააკმაყოფილოს დაზარალებული მენაშენეები.

ჩვენ დეველოპერულ ბაზარზე წარმოქმნილი ქაოსის ერთადერთ გამოსავალს სწორედ ამაში ვხედავთ და 2019 წელს ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას, რადგანაც დეველოპერების მიერ, წლების განმავლობაში ”გადაგდებული” და იმედგაცრუებული ადამიანის რიცხვი დღითიდღე იზრდება რაც, იმ ბიზნესს აყენებს ჩრდილს რომელ ბიზნესსაც უკვე მეც წარმოვადგენ.

ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ნოვატორული გათვლები და მიდგომები, მხოლოდ კომერციულ მოგებაზე არ არის ორიენტირებული და მერიის პარალელურად დაზარალებულების ნაწილს, მორიგ ჯერზე ვთხოვთ, რომ, “სვეტისგან” მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ნუ შეეცდებიან ჩვენს დისკრედიტაციას, რამეთუ “სფერო” არ არის ჯიბლაძის კომპანიის შვილობილი კომპანია, ჩვენ მათ დანაპირებს შევუსრულებთ. ბიზნესისა სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევით ჩემი გუნდი შევძლებს დავასრულოთ ბეტონის ჩონჩხების არსებობა ქალაქებში."
– განაცხადა წულეისკირმა.



კომენტარები:

ფართი შოპი