"დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება, პირდაპირი კავშირშია ყაზტრანსგაზთან, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ..."- სააკაშვილი

17 Jan 2019 05:01

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას...


დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებულუ მუშაობისთვის...


ამავე დროს, ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ...


სამწუხაროდ,თუ ასე გაგრძელდა,კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ.


საჭიროა ეს მძიმე ვითარება, სასწრაფოდ დასრულდეს!"- წერს სააკაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი