კიდევ ერთი აფეთქება - გორში, სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა

17 Jan 2019 05:42

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი გორიდან იუწყება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.


როგორც მეზობლები ამბობენ, აფეთქება ძლიერი არ ყოფილა. მათი თქმით, მამაკაცს დამწვრობა აღენიშნება სახის არეში. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.


პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა.


1tv.ge


კომენტარები:

ფართი შოპი