დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა, რომლის ფოტომაც სოციალური ქსელი შეძრა, ცოცხალია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. სამწუხაროდ იმედის კლინიკაში გარდაიცვალა მისი 4 წლის ძმა.
აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორისაა ბავშვების დედაც
ასევე რთულია მისი ძმის მდგომარეობაც. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, სადაც დაშავებული და-ძმა, ფირალიშვილები არიან მოთავსებული. ხოლო ბავშვების ძმა ცოტა ხნის წინ “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა.
აფეთქება სწორედ ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვების დედაც არის. ოჯახში იმყოფებოდა ქალის დაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
ფოტო, რომელმაც ფეისბუქი მოიცვა, ბავშვების მამა ფრიდონ ფირალიშვილია აღბეჭდილი, როგორც თავად მამა აცხადებს, მან შვილები საკუთარი ხელით გამოიყვანა.
"დიდები უნდა ვუცვლიდეთ წლებს იმ პატარებს რომლებსაც ბრძოლის უნარი არ გააჩნიათ, სიკვდილთან ბრძოლის...
ამ სამყაროში ყველაზე მეტად სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ როცა ის პატარა "ნასკებიანი", მაისურმოხეული, თმაგაწეწილი, დამტვერილი ბავშვები სიკვდილს ებრძვიან, სიყვარულიც აღარ არსებობს.
მამა რომ შვილს გულის ცემას უმოწმებს, როცა ახალგაზრდა ცოლი ქმარს ნანგრევებში დარჩა, როცა ჯოჯოხეთი ისე ნახე რომ გააზრებაც ვერ მოასწარი, არ ვიცი ამ დროს სამართალი სად არის, ან ჩვენ სად ვართ, რას ვაკეთებთ, რაზე ვდარდობთ...
გადარჩენილებმა მაინც უნდა ისუნთქონ, აღარ შეიძლება, ღმერთო გეძებთ და გიპოვით იმედია..." - წერს ლევან ფანცხავა ფეისბუქის გვერდზე.
newposts.ge