"პალიტრა L" ჩემ პირველ წიგნს დაბეჭდავს",- "გათხოვილის დღიური" წიგნად გამოიცემა

06 Jul 2017 03:01

ჟურნალისტ თეა ინასარიძის "პოსტს" უცვლელად გთავაზობთ:


"მოკლედ, ფარდას ვხდი საიდუმლოს!


გასული წლის ნოემბერში შოკისმომგვრელი ამბავი შემატყობინეს... რომ გამომცემლობა "პალიტრა L" ჩემს პირველ წიგნს დაბეჭდავს... "გათხოვილის დღიურს", რომლითაც ფაქტობრივად გამიცნო მკითხველმა (მიუხედავად იმისა, რომ ანონიმური ავტორი ვიყავი). ბოლომდე დღემდე არ მჯეროდა ეს ამბავი და ამიტომ, გადავწყვიტე საიდუმლოდ შემენახა... მანამ, სანამ ხელში არ დავიჭერდი ჩემს ახდენილ ოცნებას!


2 თვე ვიმუშავე ტექსტზე, ცოტა რაღაც შევცვალე, ცოტა ვიღაც დავამატე, რომ მათთვისაც საინტერესო ყოფილიყო მეორედ წაკითხვა ნაცნობი ამბის, რომელიც ბევრმა ძალიან ახლოს მიიტანა და ამით მე ძალიან გამახარა, როგორც ავტორი...


შემდეგ, იყო ლოდინის პერიოდი... 5 თვე და ცოტა მეტი ველოდი მას  დროდადრო, მონაწილეობას ვიღებდი წიგნის დიზაინში ძალიან მალე, ის "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიის ქსელში ჩაეშვება და ვერ ვიჯერებ, რომ მე იქ შევალ და დახლზე ჩემი წიგნი დამხვდება! ეს წარმოუდგენელია!


მადლობა, ვინც ჩემს წიგნს ელოდით, მადლობა მოლოდინისთვის, სტიმულისთვის და ყველაფრისთვის  მკითხველის ყოველი მოწერილი სიტყვა ჩემთვის იყო უძვირფასესი

არ მჯერა, რომ ახლა ამ სტატუსს ვწერ და ძალიან მიხარია! მოკლედ, მეგობრებო, ჩემი პირველი წიგნი - დაიბადა!


განსაკუთრებული მადლობა "პალიტრა L-ს", მაია ალუდაურს ჩემს პირველ რედაქტორს (წიგნის) - თეა ბარამაშვილს, Zura Nikolaishvili და Levan Latsabidze-ს, წიგნისთვის

აუცილებლად, Niniko Turashvili Lela Modebadze ვისი დავალებითაც გაჩნდა იდეა და რომანი <3 <3 მიყვარხართ ყველა!

პატივისცემით, თქვენი ავტორი".


კომენტარები:

ფართი შოპი