"3-4 დაღუპულის გამო, სრულიად საქართველოს გაზის მიწოდებას ვერ შევუწყვეტთ"- “ყაზტრანსგაზი”-ს მფლობელი

20 Jan 2019 05:01

“ყაზტრანსგაზი”-ს მფლობელი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი,  დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


"დიახ, ვადასტურებ, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მფლობელი კომპანია ჩემს საკუთრებაშია, მაგრამ ამ ფაქტის კომპანიაზე გადმობრალება არასწორი მგონია. ეს არის უბედური შემთხვევა, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება და სწორად გამიგეთ, 3-4 დაღუპულის გამო, სრულიად საქართველოს გაზის მიწოდებას ვერ შევუწყვეტთ. გასაგებია, რომ ტრაგედია დატრიალდა და მეც ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მაგრამ ამ ფაქტში კომპანიის დადანაშაულება არალოგიკურად მიმაჩნია", - ნათქვამია  განცხადებაში.


კომენტარები:

ფართი შოპი