"13 წლის მოზარდის ტრაგედიას სახელმწიფო არ გლოვობს? ეს ტრაგედია სხვა ტრაგედიაზე ნაკლებია რამით?!"

20 Jan 2019 18:33

ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"13 წლის მოზარდის ტრაგედიას სახელმწიფო არ გლოვობს? სახელმწიფო თანამდებობის პირები არ ჩადიამ ადგილზე? მაღალი სასულიერო იერარქები არ უგებენ წესს და არ უკეთებენ პარაკლისს?


ეს ტრაგედია სხვა ტრაგედიაზე ნაკლებია რამით რომ სახელმწიფო ასე უყურადღებოდ იქცევა? რა ლოგიკით მოქმედებენ პრემიერები როდესაც გლოვის დღეებს ნიშნავენ ან არ ნიშნავენ? სასულიერო პირები? საზოგადოება?


ტრაგედიების გარემოცვაში ვართ და ერთ ტრაგედიას ტრაგედიად ვთვლით და მეორეს არა. ესა ვართ? რატომ ასეთი შერჩევითობა?"- წერს გამზარდია.


კომენტარები:

ფართი შოპი