"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გადადგება და მას მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს"- cyc.ge

21 Jan 2019 03:13

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შესაძლოა,გადადგეს და ის მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. ასევე ვრცელდებაინფორმაცია, რომ თალაკვაძემ შესაძლოა, დაიკავოს ელჩის თანამდებობა საქართველოსთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ქვეყანაში.


აღნიშნულ ინფორმაციას უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, არ ადასტურებს.


„არ მოგწონთ მერე? თუ რამე ცვლილებები იქნება, პირველ რიგში, მე გაგაგებინებთ ამის შესახებ,“ – ამბობს თალაკვაძე.


არჩილ თალაკვაძის მამუკა მდინარაძით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას “უსაფუძვლოს” უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, აღნიშნავს, რომ არჩილ თალაკვაძის შეცვლაზე მეტად მნიშვნელოვანი ამბები ხდება პარტიის შიგნით.  


„არის რაღაც ლაპარაკები, მე არ მგონია ამას რაიმე საფუძველი ჰქონდეს და, თუ არ ავყვებით, უმჯობესია, ვინაიდან ისედაც არის საკითხები, რომელზეც შეიძლება, საკმაოდ ჩაღრმავებული და მწვავე მსჯელობა იყოს, გინდა, სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით, გინდა, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვამიმართულებებთან დაკავშირებით,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.


არჩილ თალაკვაძის მამუკა მდინარაძით შეცვლას მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ფრაქცია ქართულიოცნების წევრი, ეკა ბესელია.


დეპუტატის თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორია, მაგრამ თუ რეალური ფაქტის წინაშედადგება, ამ გადაწყვეტილებისთვის მხარის დაჭერას არ გეგმავს.  


„დარწმუნებული ვარ, რომ ჭორია და, თუ ასე დავსვამთ კითხვას  იქნება თუ არა კარგი გადაწყვეტილება, არიქნება კარგი გადაწყვეტილება და მე, პირადად, არ დავუჭერდი ამას მხარს. არ მგონია, რომ ეს საკითხიდადგეს, მაგრამ თუ დადგება, არგუმენტებს მერე გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ ეს ახლა ჭორია. ბევრი ასეთიკულისებში დაბადებული სურვილები და ოცნებები გზადაგზა მესმის ხოლმე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.


პარლამენტის წევრი, დავით ჭიჭინაძე, კი ამბობს, რომ, თუ მამუკა მდინარაძე დაიკავებს საპარლამენტოუმრავლესობის ლიდერის თანამდებობას, ამით რეალური ცვლილებები არ განხორციელდება.


„ამ ცვლილებებით არაფერი არ შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, მამუკა მდინარაძეს ისედაც ყველაზე დიდიფრაქცია ჰყავს და პრაქტიკულად, ისე ლაგდებიან დანარჩენი ფრაქციები. ახლა გინდა უმრავლესობის ლიდერიდაარქვი მამუკა მდინარაძეს, მისი გავლენა არ გაიზრდება. ყოველ დღე ამ ადამიანის მიერ გადადგმულინაბიჯები, პირიქით, მის ავტორიტეტს და მის პოზიციას ასუსტებს პარლამენტში,“ – განაცხადა დავითჭიჭინაძემ.


cyc.ge


კომენტარები:

ფართი შოპი