უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ისიც ვიცი, რომ არ უყვარს აფიშირება, მაგრამ რაკი მერობას აპირებს, მინდა საზოგადოებამ იცოდეს მის შესახებ პატარ-პატარა ისტორიები და თვითონ შეაფასოს მისი პიროვნება! მე ქებაც ვიცი პოლიტიკოსის და დანაშაულების მხილებაც, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა უკავია ამ დროს, რადგან, რასაც ვამბობ ხოლმე, ყველა განცხადების დასაბუთება და მტკიცება შემიძლია!
2013 წელი იყო და გაჩერებაზე ვიდექი საპატრიარქოს მიმდბარე ტერიტორიაზე. ახალგაზრდა ქალის სასოწარკვეთილი ტირილი მომესმა. ტრანსპორტში არ ავედი და მასთან მივედი, ხელში საბუთები ეკავა. როდესაც ვკითხე, თუ რა სჭირდა, მან საბუთები მანახა. ეს ახალგაზრდა, სამი შვილის დედა ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ისრაელის კლინიკის კალკულაცია ეკავა ხელში, თანხ, რა თქმა უნდა, სოლიდური იყო.
მე ვთხოვე, გამომყოლოდა „ქართული ოცნების" ოფისში, სადაც კახა მეგულებოდა და თან მანამდეც ვიცოდი, რომ უამრავ ადამიანს ეხმარებოდა. გამოვართვი საბუთები და გიორგის გადავეცი (კახას ცოლის ძმას) და რა თქმა უნდა, გიორგიმ იმწამსვე აუტანა კახას. მე ამ ქალბაონთან ერთად ველოდებოდი კახას პასუხს!
ბევრი, რომ არ გავაგრძელო, ამ ქალბატონმა ჩაიტარა ისრაელში მკურნალობის სრული კურსი და როდესაც ჩამოვიდა, ოფისში მოგვაკითხა! კახამ სამ შვილს დედა აჩუქა და თუ ამ წერილს ნახავს, ეს ქალბატონი ამოიცნობს საკუთარ თავს, მე კი ყველა ვიცი, ვისი დახმარებაც წლების მანძილზე კახას ვთხოვე, მაგრამ, არ მაქვს უფლება, საჯაროდ განვაცხადო!
ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია და საჯაროდაც რომ არ ითქვას, იმ ოჯახებმა ხომ იციან, ვინ აჩუქა სიცოცხლე მათ თუ მათ შვილებს? ზოგი ამბობს, ფული აქვს და მერე რა მოხდა თუ ეხმარებაო. მაგრამ, ყველამ კარგად ვიცით, რამდენი მილიონერი ჰყავს ქვეყანას, მაგრამ, ისიც ვიცით, რომ ლარს არ იმეტებენ გაჭირვებული ხალხისთვის!
აქვე დავძენ, პირად პრობლემაზე კახა არასოდეს არ შემიწუხებია, თუმცა, მეც მაქვს ჯანმრთელობა დაზიანებული ნაციონალური სექტის მიერ, ამიტომ, ამ წერილს ნუ გაიგებს გამგონი იმ კუთხით, რომ მე რამე ინტერესი მაქვს და ვწერ!
ეს ათასობით ისტორიიდან ერთ-ერთია, რომლის საჯაროდ დაწერაც მომინდა!
მე კახაში ადამიანი ძალიან დიდი ხნის წინ დავინახე, მაშინ „ოცნება" არც იყო... მისი ზრუნვა უკანონო პატიმრებზე და მის ოჯხებზე და მივხვდი, რომ კარგ ადამიანთან მქონდა საქმე!
მოგვიანებით, როდესაც კახა ბიძინას გვერდით დავინახე, ძალიან გამიხარდა, რადგან მან იცის ერთგულების ფასი, მან იცის სიკეთის და გაჭირვების ფასი და სწორედ ამიტომაა წარმატებული დღეს!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.