"ლევანის სახით, თითქოს თავიდან მომიკვდა ჩემი გულიკო გოდოლაძე, გიორგი პოპიაშვილი, საშკა იოსელიანი..."

22 Jan 2019 05:04

ირმა ინაშვილი:


ბოლოს 29 დეკემბერს შევხვდით, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე. თურმე, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა. ძალიან, ძალიან, ძალიან მტკივა გული ლევანზე, საშინლად განვიცდი და მთელი დღეა დანგრეული ვარ. ლევანის სახით, თითქოს თავიდან მომიკვდა ჩემი გულიკო გოდოლაძე, გიორგი პოპიაშვილი, საშკა იოსელიანი, საშკა კარაპეტოვი, კუკური ადანაია, დათო ბოლქვაძე, დიანა ციბაძე, მანანა ხვიჩია, გოჩა ჯელია... დედამიწაზე როგორ გავძლოთ ამ ადამიანების გარეშე, თორემ იქ... იმ განზომილებაში ყველა ერთად ვიქნებით... აქ კი, მიწაზე, ამ ცივ, ხორკლიან მიწაზე ძალიან დიდი სიცარიელე რჩება. ლევან, გამორჩეული იყავი ჩვენთვის, გამორჩეულად დარჩები... ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ.


კომენტარები:

ფართი შოპი