"მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, ხოლო ლევან იზორიას შალვეგო ტაბატაძე შეცვლის"-კვირის პალიტრა

22 Jan 2019 05:08

მთავრობაში, სავარაუდოდ, რადიკალური ცვლილებები იგეგმება - "ბრძოლა მიდის თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე" - სტატიას ამ სათაურით გამოცემა კვირის პალიტრა აქვეყნებს. 


კულუარული ინფორმაციით, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად, შეიცვლება პრემიერიც. 


სტატიაში ნათქვამია, რომ მამუკა ბახტაძეს პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. როგორც ამბობენ გახარიამ ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გასამყარებლად, სუსში საკუთარ კადრებს ნიშნავს. 


რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ერთერთი ვერსიით მას შალვა ტაბატაძე შეცვლის რომელიც ასევე გახარიას კადრია. იმას რომ სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, პირად საუბრებში არც პარლამენტში უარყოფენ, თუმცა დეტალებისგან თავს იკავებენ. კვირის პალიტრის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში დღეს ფორმალური ერთიანობაა და ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვენას ბიძინა იავნიშვილთან. 


"თამაში მიდის თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდეგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს" - ნათქავამია სტატიაში.


კომენტარები:

ფართი შოპი