"განათლების სამინისტრო აღიარებს, რომ ქართული სკოლა მოსწავლეს ელემენტარულ უნარებს ვერ უვითარებს"- თამარ ჩერგოლეიშვილი

28 Jan 2019 17:57

ჟურნდლისტი თამარ ჩერგილეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"განათლების, და ზოგადად, ნებისმიერი პროდუქტის, თუ სერვისის ხარისხს რომ კონკურენცია აუმჯობესებს, ამაზე ორი აზრის ქონა, უკვე სისულელეა.


ის, რომ განათლების სახელმწიფო დაფინანსება მიბმული უნდა იყოს მოსწავლეზე და მოსწავლეს თავისი დაფინანსება იმ სკოლაში მიჰქონდეს, რომელიც მათი აზრით უკეთესია, იმისთვის, რომ უკეთესობის სურვილი გაეზარდოთ სკოლებს  - ესეც ორჯერ ორივითაა.


ვერც ერთიანი, ცენტრალიზებული გამოცდების გაუქმებაში ვხედავ პრობლემას - თავისუფლად შეიძლება უნივერსიტეტებმა (თუ სხვა სასწავლებლებმა) თავად გადაწყვიტონ, რა უნარების სტუდენტებს მიიღებენ და რა უნარების მიხედვით გაცხრილავენ, სწავლის პერიოდში.


მაგრამ...


განათლების სამინისტრო რომ გამოდის და იმას აღიარებს, რომ ქართული სკოლა მოსწავლეს ელემენტარულ უნარებს ვერ უვითარებს, შესაბამისად, ვერც მოსთხოვენ და ამიტომ, ქიმიაში უნდა აბარებინონ გამოცდა, დიდი სირცხვილია.


საშუალო სკოლის მიზანი უნარიანი მოქალაქის გაზრდაა და არა ქიმიკოსების, ან ფიზიკოსების!"


კომენტარები:

ფართი შოპი