"გვრიტიშვილი ისეთივე თავხედი და ცინიკოსია, როგორიც მურუსიძე"- ირმა ინაშვილი

30 Jan 2019 02:24

"2 წელია, როგორც პრაქტიკოს მოსამართლეს, არც ერთი საქმე არ განუხილავს, ამ უსაქმურობას იმითი ხნის, რომ სხვა ბევრი ფუნქცია აქვს, მენეჯერია, მართავს! და პრეტენზია აქვს, რომ უვადო მოსამართლედ დაინიშნოს!"- წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


"რეზიუმე: გამოდის, რომ ჩვენ ვირჩევთ მენეჯერებს უვადოდ და არა მოსამართლეებს! გვრიტიშვილი ისეთივე თავხედი და ცინიკოსია, როგორიც მურუსიძე, ასეთი "მენეჯერებისაგან" სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემა. ძირს ჯალათი, ცინიკოსი, თავხედი მოსამართლეები!!! ძირს კლანური მმართველობა! რაც მეტად ურთიერთობთ მედიასთან, მით უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ მურუსიძე- ჩინჩალაძე- გვრიტიშვილ- მიქაუტაძეებისაგან სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო!"- განმარტავს ინაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი