"არ გემალებით. ესეც მე ვარ..." - ირმა ინაშვილი საკუთარი ბავშვობის ფოტოებს გვიზიარებს (ფოტო)

13 Feb 2019 05:11

"ეტყობა, იმდენი ნეგატივია აწმყოში, რომ ყველა გაგვახარა ბავშვობაში დაბრუნებამ, ანუ ბავშვობის ფოტოების ურთიერთგაზიარებამ. გათვალიერებთ და ვიღიმი, მსიამოვნებს, უაღრესად დადებითი ემოცია მოდის. საოცარი ისაა, რომ ადამიანებს (მრავალი წლის მერე) მაინც შენარჩუნებული აქვთ ნაკვთები. განსაკუთრებით, თვალები. მე მეჩვენება, თუ თვალები არავის არ ეცვლება?! გამომეტყველება. და, რაც მთავარია, ყველა ბავშვი (აწმყოში სასტიკად ბრაზიანიც კი) ძალიან საყვარელია: გამხდარიც და მსუქანიც, მხიარულიც და სევდიანიც, მშობლებიც ლამაზად გამოიყურებიან. რამდენიმე უახლოესმა მეგობარმა და ზოგიერთმა უცნობმაც მთხოვა, რომ მეც მეჩვენებინა ჩემი ბავშვობა. არ გემალებით. ესეც მე ვარ."-  წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და საკუტარი ბავშვობის ფოტოებს გვზიიარებს:




კომენტარები:

ფართი შოპი