საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

22 Feb 2019 20:45

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.


დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, მოწამეობრივი სიკვდილდან 1 წელი გავიდა.


არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქესთან ერთად ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


კომენტარები:

ფართი შოპი