“თბილისის პრაიდის” ლოგოზე კინტო გამოსახეს

24 Feb 2019 04:04

“თბილისის პრაიდის” ლოგოზე კინტო იქნება გამოსახული.  ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს.


ღონისძიების სიმბოლო ლადო გუდიაშვილის ნახატის, “კინტოს” მიხედვით მომზადდა.


წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის ოფიციალურ ლოგოს, რომელიც ლადო გუდიაშვილის ნახატის მოტივებზე შეიქმნა.


ჩვენი კინტო არაბინარული, ქვიარ ადამიანია. თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლო.

მოიწონეთ, შეიყვარეთ და იამაყეთ”, – წერენ ღონისძიების ორგანიზატორები.


თბილისი ლგბტქი მიმდინარე წლის 18-23 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.


კომენტარები:

ფართი შოპი