ხვალ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა იგეგმება

03 Mar 2019 20:35


პარლამენტში ხვალ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისადა ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არიან მიწვეული.


“თიბისი ბანკის" საქმეზე მსჯელობა 26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა გამართულიყო, სადაც მთავარი სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო. ასევე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენა ჩაიშალა.


“თიბისი ბანკის" საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამასთან, ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების თაობაზე განაცხადა.


“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი