მამუკა ხაზარაძე სასამართლოში წერილით მივიდა

05 Mar 2019 13:41


წერილი თან მაქვს, - ამის შესახებ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ, დაკითხვაზე მივიდა.


"წერილი რა თქმა უნდა, თან მაქვს და უნდა წარვადგინო. დანარჩენს რომ გამოვალ, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემგუშინ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ ხაზარაძე მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარა.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი