"ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ არსებობს ასეთი წერილი, ხაზარაძეს აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

05 Mar 2019 17:42

მე ძალიან მიჭირს იმის დაშვება, რომ შეიძლება ასეთი ბანალური შეცდომა ვინმემ დაუშვას, მით უმეტეს გიორგი გახარიამ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ცქიტიშვილი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრისგან მუქარის წერილი მიიღო. დიმიტრი ცქიტიშვილი ეჭვებს გამოთქვამს, რომ ასეთი წერილი არსებობს.


„ასეთი მძიმე ბრალდების მერე, მამუკა ხაზარაძეს ვალდებულება აქვს, რომ ეს წერილი წარმოადგინოს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და კონკრეტული ფაქტია წარმოსადგენი. თუ ეს ფაქტი არ არსებობს, მაშინ ძალიან მძიმე მორალურ-პოლიტიკურ დანაშაულს სჩადის ხაზარაძე. მე ძალიან მიჭირს იმის დაშვება, რომ შეიძლება ასეთი ბანალური შეცდომა ვინმემ დაუშვას, მით უმეტეს გიორგი გახარიამ, რომ ასეთი წერილი შექმნას საერთოდ. ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ არსებობს ასეთი წერილი, ხაზარაძეს აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს," - განაცხადა ცქიტიშვილმა.


როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ ხაზარაძე მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარა.



კომენტარები:

ფართი შოპი