"გიორგი მამალაძე დღემდე პარალიზებულ მდგომარეობაშია"- თორნიკე მამალაძე

05 Mar 2019 17:49


გლდანის მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება, მის სანახავად ძმა, თორნიკე მამალაძე მივიდა.


როგორც თორნიკე მამალაძემ „ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში შესვლამდე განუცხადა, მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია.


„მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა მე-18 დაწესებულებში გადმოიყვანეს, მასთან პირველად შევდივარ. ჩემთვის უპირველესია ვნახო ჩემი ძმა და გავეცნო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, თუ რა ვითარებაში უწევს მას მკურნალობა. მოგეხსენებათ, რომ ის პარალიზებულ მდგომარეობაში დღემდე რჩება, აქედან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ გარემოზე, თუ როგორ გარემოში უწევს მას მკურნალობა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.


რაც შეეხება წერილს, რომელიც სასულიერო პირმა ციხიდან გამოგზავნა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ წერილის ზუსტი შინაარსი მისთვის უცნობია.


„როგორც ვიცი, განსაკუთრებული არაფერი წერია. აქედან გამომდინარე, გასაჯაროვებას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ეს წერილი. როგორც ვიცი, ოთხ ეპისკოპოსს აქვს და მათი გადასაწყვეტია, გასაჯაროვდება თუ არა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.


ამასთან, მისი თქმით, სანამ მისი მსჯავრდებული ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდება საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას არ შეწყვეტს.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი