გოგა ხაინდრავა - "ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლა ყალიბდება

06 Mar 2019 04:49

"ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლა ყალიბდება, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.


„ადრე „ქართული ოცნება“ ძალიან ეკლექტური გაერთიანება იყო, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები იყო თავმოყრილი. ის, რაც ქართველმა ხალხმა 2012 წელს „ქართული ოცნების“ თაოსნობითა და ბიძინა ივანიშვილის მხედართმთავრობით მოახდინა, რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ცხოვრების წესის რევოლუციური გარდაქმნა იყო. ამიტომ, იქ უამრავი ადამიანი შეიყარა, რომელთა ერთად დაჯგუფება რამე სხვა პირობებში ძნელი წარმოსადგენი გახლდათ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


მისი თქმით, დღეს საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა და ამ პირობებში არ უნდა გვიკვირდეს, რაც ხდება.


„პირიქით, ამას პოზიტიურად უნდა ვხვდებოდეთ, რადგან ხდება აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, როდესაც გუნდის გადანაწილება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და გემოვნების მიხედვით ხდება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


კომენტარები:

ფართი შოპი