2014-2017 წლებში საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღირიცხა

07 Mar 2019 14:41

2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერს.


მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან 416-მა ბავშვმა შეავსო ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება სურს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფოს დაფინანსებით სულ 6 დღის ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86 იმყოფებოდა.


სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.



კომენტარები:

ფართი შოპი