ბატიაშივილი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

07 Mar 2019 15:08

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ ადასტურებს, რომ შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და ის სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჩაანაცვლოს.


„ამას ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ. არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის. მუშაობა მიმდინარეობს იმ ცვლილებებზე, რაც დღეს დავაანონსეთ",- განაცხდა ბატიაშვილმა.


განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სფეროზე მიმართვა ისტორიული გადაწყვეტილებაა.


„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველო ამ ციფრით მოხვდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში, როგორიც არის კორეა, ფინეთი, სინგაპური და ა.შ. რესურსების გარეშე თავისთავად შეუძლებელია ვისაუბროთ ამ სფეროში გარდატეხის მოხდენაზე. ეს ციფრი მიღწეული იქნება 2022 წლისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მოხდება გაზრდა“, - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, მოხდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე სკოლებში ტექნოლოგიების განვითარება, პედაგოგებისთვის პირობების გაუმჯობესება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა.


ბატიაშვილის განცხადებით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სკოლების დეფიციტია, ამიტომ მთავრობა ამ მიმართულებითაც მუშაობს.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი