"დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივი ვცეთ სისტემას" - ირაკლი კობახიძე

07 Mar 2019 15:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცახადა.


კობახიძის თქმით, საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა დავტოვოთ და პატივი ვცეთ სისტემას.


"ამის საფუძველს ვერ ვხედავ. მოდით, ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა - გადაიტანონ გარკვეულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. მოდით, დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივი ვცეთ სისტემას. საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას ამასთან დაკავშირებით, პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება. ამ ფაქტზე მსჯელობა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, ვნახოთ, რა დასკვნებს დადებს სამართალდამცავი უწყება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი",- განაცხადა კობახიძემ

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი