"სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა. სად ხართ ახლა, ფეისბუქ - ზომბებო, რატომ არ იცინით?!..."- ირმა ინაშვილი

08 Mar 2019 03:00

ირმა ინაშვილი, "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით სპარტაკ ბუკიას გარდაცვალების ამბავს ასე ეხმაურება:


"ბევრი თემაა დღეს აქტუალური, მაგრამ ამ წუთებში ყველაზე მეტად ერთი ადამიანი- სპარტაკ ბუკია მაფიქრებს...


მაფიქრებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სისასტიკე, დაუნდობლობა, ცინიზმი, უსულგულობა...


ისინი ფეისბუქ - ზომბები არიან, რომლებიც ყველას და ყველაფერს ჭამენ.  


ისინი იცინიან ყველასა და ყველაფერზე...


აბუჩად იგდებენ ყველას და ყველაფერს...


სამწუხარო ის არის, რომ შემდგომ ეტაპზე  ფეისბუქ- ზომბების ამ ცინიზმს ავტომატურ რეჟიმში ჰყვება  საზოგადოების სხვა ნაწილი... ისიც იწყებს სიცილს. გაუაზრებლად დასცინის ობიექტს, მსხვერპლს, რომელსაც არაფერი დაუშავებია...


ეს ბოროტი სიცილი, დაცინვა, ცინიზმი, შეურაცხყოფა გადადის გიჟურ ექსტაზში.


მერე ფეისბუქ-ზომბები მსხვერპლის თრევით იღლებიან, ბეზრდებათ. უკვე შეჭამეს!


სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა. როგორც ამბობენ,- ძალიან წესიერი, კეთილი ადამიანი. სად ხართ ახლა, ფეისბუქ- ზომბებო, რატომ არ იცინით?!..."- წერს ინაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი