"ყოველ მესამეს ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, ცე-ჰეპატიტი აქვს"- აკაკი გოგიჩაიშვილი

08 Mar 2019 07:22

ყოველ მესამეს, ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, C ჰეპატიტი აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი წერს.

 

მისი თქმით,სახელმწიფო შესყიდვებისას მეტი კონტროლია საჭირო. ამჟამინდელ ტენდერებში კი ტესტის ხარისხს განსაზღვრა საერთოდ მოხსნილია.

 

„ცე ჰეპატიტის კონფერენციაზე - ამ წუთებში - სწრაფი ტესტებით სკრინინგის პირველ ეტაპზე საშუალოდ 30% ცრუ პოზიტიური დადებითი შედეგებია, ანუ ყოველ მესამეს ვინც ანალიზს აიღებს არასწორად ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, ცე-ჰეპატიტი აქვს და შემდეგ ერთი კვირა მაინც ელოდება გადამოწმების შედეგს, როცა ეტყვიან, რომ არაფერი ჭირს - წარმოიდგინეთ რა განცდებშია ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში - ხომ არ გადადო ოჯახის წევრებს ვირუსი, თქვას კი საერთოდ ანალიზის შედეგი-არ თქვას...შედეგი კი ის არის, რომ ხალხი ძალიან პასიურობს პროგრამაში ჩასართველად, რა გასაკვირია ვინც ჩაერთო ისინი ხომ ეტყვიან ყველას ირგვლივ - არ მიხვიდეთ, ტყუილად ნერვებს დაგაწყვეტენო... აშკარად უფრო მეტი კონტროლია საჭირო სწრაფი ტესტების ხარისხზე სახელმწიფო შესყიდვებისას. სამწუხაროდ ამჟამად გამოცხადებულ ტენდერში - მაგალითად შიდსის ტესტებზე, სენსიტიურობისა და სპეციფიურობის მოთხოვნა, რაც ტესტის ხარისხს განსაზღვრავს საერთოდ მოხსნილია - მიზეზი რა არის? - კომპანიები დაობენ 100%-იანი ხარისხის ტესტები  ყველას არ გვაქვსო, " - წერს გოგიჩაიშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი