სანდრო ბრეგაძე: ემიგრანტი ქალბატონისგან მივიღე წერილი... ცრემლი წამომივიდა...

06 Jul 2017 17:00

"ცრემლი წამომივიდა. დღეს მივიღე წერილი,ქართველი ემიგრანტი ქალბატონი ნადია წიკლაური მწერს,რომ თავისი მცირე ხელფასიდან 300 დოლარი გადმოურიცხა ქართველთა მარშის საორგანიზაციო ჯგუფს.


ეს 300 დოლარი ბევრად მეტია, ვიდრე სხვის მიერ გაღებული 300000. არ ვიცი როგორ გადავუხადო მადლობა ამ უცნობ და შესანიშნავ ქალბატონს. ეს არის უდიდესი მორალური სტიმული ჩვენთვის. უფალმა დაგლოცოთ!!!


P.S. ეს იმ ნაცების გასაგონადაც, რომლებიც რუსეთის დაფინანსებაზე საუბრობს. ჩვენ ქართველი ერის დაკვეთას ვასრულებთ და დაფინანსება არ გვაქვს, ამ 300 დოლარმაც სულზე მოგვისწრო, რადგან მეგაფონების და დროშების თანხაც კი არ გვქონდა,"


კომენტარები:

ფართი შოპი