ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის და­ვა იწყე­ბა

12 Mar 2019 05:08

ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის და­ვა იწყე­ბა. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი სიმ­ბო­ლურ თან­ხას - 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.


სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ამ და­ვის გან­ხილ­ვა და­ა­ვა­ლა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს. სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სტა­ტუ­სით მიწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სე­ბი - როინ მეტ­რე­ვე­ლი და გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.


ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი 2009 წლი­დან 2016 წლამ­დე კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ერთი შვი­ლი - ექ­ვსი წლის უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი ჰყავთ. სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნა.

2017 წელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს, ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­უგ­ზავ­ნა, რა­საც ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში სკან­და­ლიც კი მოჰ­ყვა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Daily Mail-მა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის "კლო­უ­ნი პრინ­ცი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რის სა­ხე­ლით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლობ­და, რად­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის გა­და­ცე­მის­თვის კონ­კრე­ტულ თან­ხას ითხოვ­და.


მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია „სა­მარ­თლის გზის“ ად­ვო­კა­ტი ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლი იცავს. როგორც ის  გან­მარ­ტავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად თავს მხო­ლოდ იმ მიზ­ნით ასა­ღებს, რომ ამით ფული იშოვ­ნოს. ამის შესახებ ambebi.ge წერს.


კომენტარები:

ფართი შოპი