ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან კრებები დაიწყო

15 Mar 2019 01:44

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მერმა მირიან ქათამაძემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან კრებები დაიწყო.


პირველი შეხვედრა სოფელ ციხისძირსა და სოფელ შუაღელეში გაიმართა, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, საკრებულოს დეპუტატები  და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე ესწრებოდნენ.


მერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და პრიორიტეტები გააცნო. ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითად პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების ბეტონირება დაასახელეს.


დღესვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად, შეხვედრები გამართეს   სოფელ ლეღვას, სკურას, ცხრაფონას, დაგვას, ქვედა დაგვასა და ბობოყვათის მოსახლეობასთან მერის მოადგილეებმა ლევან ზოიძემ და დავით ვერულიძემ, მათ ასევე გააცნეს მოსახლეობას სოფლის მხარდამჭერის პროგრამის დეტალები და მათგან ის ძირითადი პროექტები მოისმინეს, რომლის განხორციელებაც ამ პროგრამის ფარგლებში სურთ. მოსახლეობამ.

ძირითად პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების ბეტონირება დაასახელა.


კომენტარები:

ფართი შოპი