თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 180 დირექტორი და 200 საქმის მწარმოებელი გადამზადების კურსს გაივლის

15 Mar 2019 22:06

თბილისში არსებული 180 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორები და ამავე ბაღების 200 საქმის მწარმოებელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის. ტრენინგები დირექტორებს ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის, ხოლო  საქმის მწარმოებლებს - ბუღალტრული მიმართულებით ჩაუტარდებათ.


აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღო. ტრენინგების მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, ასევე, ორგანიზაციის ქონებისა და ფინანსური სახსრების ეფექტური მართვა.


დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგებს თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს განახორციელებს. 


კომენტარები:

ფართი შოპი